მთავარ გვერდზე დაბრუნება
ჩვენს შესახებ

თანამედროვე ციფრული პლატფორმა

პირობები ჯი არის თანამედროვე ციფრული პლატფორმა (ლიდების აგრეგატორი), საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო და სხვა სფეროებში, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება სწრაფ, კომფორტულ და გამჭვირვალე პირობების ნახვაში.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურებით, მოქნილი ციფრული პროცედურებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს, დავუზოგოთ დრო და გავამარტივოთ საუკეთესო სერვისებზე წვდომა. Pirobebi.ge-ზე ერთ სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა ორგანიზაციის პირობებს, შეავსოთ ერთი მარტივი განაცხადი და მიიღოთ სხვადასხვა ორგანიზაციის პირობები.

მნიშვნელოვანი განმარტება

Pirobebi.ge (შპს „პირობები ჯი“) არ წარმოადგენს ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, დეველოპერულ კომპანიას ან სადაზღვევო კომპანიას. ჩვენ უშუალოდ არ გავცემთ სესხებს, არ ვაფორმებთ სადაზღვევო პოლისებს და არ ვიღებთ დეპოზიტებს, ასევე არ ვახორციელებთ ნასყიდობის დადებას. პლატფორმა მოქმედებს როგორც ტექნოლოგიური შუამავალი, რომელიც თქვენს მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნას/ინტერესს (ლიდს) უსაფრთხოდ გადაამისამართებს შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციაში.

პლატფორმის როლი

პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია და პარტნიორი ორგანიზაციების პირობები მომხმარებელს ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. განაცხადის განხილვას, პროდუქტის დამტკიცებასა და საბოლოო პირობების განსაზღვრას შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცია ახორციელებს.