პრეტენზიის წარდგენის არხები
ელფოსტა: info@pirobebi.ge ონლაინ უკუკავშირის ან საკონტაქტო ფორმა Pirobebi.ge-ზე. ტელეფონის ცხელი ხაზი: +(995) 575 75 30 30.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია, თუ მომსახურების ხარისხით უკმაყოფილოა ან მიიჩნევს, რომ მომსახურებაში ხარვეზია. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირად, წერილობით ან ვებგვერდის საშუალებით.
ელფოსტა: info@pirobebi.ge ონლაინ უკუკავშირის ან საკონტაქტო ფორმა Pirobebi.ge-ზე. ტელეფონის ცხელი ხაზი: +(995) 575 75 30 30.
პრეტენზიას განიხილავს კომპანიის უფლებამოსილი ჯგუფი ან შესაბამისი მენეჯმენტი/იურიდიული დეპარტამენტი. ზოგადი პრეტენზია განიხილება მიმართვიდან ან პრობლემის გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრეტენზიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას კომპანია მომხმარებელს წერილობით, ელფოსტით ან ტელეფონით აცნობებს, იმავე ან მომხმარებელთან შეთანხმებული ფორმით.
შპს „პირობები ჯი“ არის საინფორმაციო შუამავალი და ლიდების აგრეგატორი. პლატფორმა არ გასცემს ფინანსურ პროდუქტებს, არ აფორმებს სადაზღვევო პოლისებს და არ დებს ნასყიდობის ხელშეკრულებებს. პარტნიორი ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო კომპანიის ან დეველოპერის პროდუქტის, მომსახურების, ხელშეკრულების ან ხარისხის შესახებ პრეტენზია შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს.
პრეტენზია თავდაპირველად მოლაპარაკებით განიხილება. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა შეიძლება გადაწყდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
მოგვწერეთ და თქვენი შეტყობინება გაეგზავნება Pirobebi.ge-ის გუნდს.