მთავარ გვერდზე დაბრუნება
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს „პირობები ჯი“ (ს/კ 402375620) უზრუნველყოფს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. შპს „პირობები ჯი“ არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

მონაცემთა დაცვის ოფიცერი

მონაცემთა დაცვის ოფიცერია გვანცა ღვედაშვილი. ტელეფონი: (+995 579 13 12 06) ელფოსტა: dpo@pirobebi.ge

დამუშავებული მონაცემების კატეგორიები

საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემები. საკონტაქტო მონაცემები: მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა. მოთხოვნილი პროდუქტის მონაცემები: არჩეული პროდუქტის შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სესხის თანხა, დაზღვევისთვის ავტომობილის მონაცემები, დეველოპერული/სამშენებლო ობიექტის მდებარეობა, ფართობი, ფასი ან ღირებულება და სხვა მოთხოვნის პარამეტრები. ტექნოლოგიური მონაცემები: IP მისამართი, გეოლოკაცია, მოწყობილობის, ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერის მონაცემები, ნავიგაციისა და აქტივობის ისტორია, დაწკაპუნებები, გადმომყვანი ბმულები, სესიის მონაცემები, Cookies-ები, აგრეთვე ცხელი ხაზის, ელფოსტისა და ჩატის კომუნიკაცია და აუდიოჩანაწერი.

საბანკო ბარათის მონაცემები

კომპანია არ აგროვებს და არ ინახავს საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს, მათ შორის ბარათის ნომერსა და CVV კოდს. გადახდა ხორციელდება პარტნიორი ბანკების დაცულ სისტემებში.

დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემები მუშავდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის, ხელშეკრულების შესრულების ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების საფუძველზე. მიზნებია განაცხადის/ლიდის დამუშავება და პარტნიორ კომპანიებში გადაგზავნა, პირის იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია, მომხმარებლის მომსახურება, პრეტენზიების განხილვა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება მხოლოდ დამატებითი, ცალკე და აქტიური თანხმობის შემთხვევაში.

მესამე პირებისთვის გადაცემა

განაცხადის შევსებით მომხმარებელი თანხმდება, რომ მისი მონაცემები გადაეცეს ლიცენზირებულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო კომპანიებს, დეველოპერებს ან სხვა კომპანიას, რომლის პროდუქტითაც იგი დაინტერესდა. მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც ამას კანონი მოითხოვს, აგრეთვე IT, ჰოსტინგისა და ანალიტიკის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც კონფიდენციალურობის ვალდებულებებს იცავენ. უცხოეთში ან ღრუბლოვან სისტემებში გადაცემისას კომპანია იყენებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გარანტიებს.

აუდიოჩანაწერი და Cookies

ცხელი ხაზის შემომავალი და გამავალი ზარები იწერება მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტომატური შეტყობინების შემდეგ. ვებგვერდი იყენებს აუცილებელ Cookies-ებს. ანალიტიკური ან მარკეტინგული Cookies გააქტიურდება მხოლოდ შესაბამისი ფუნქციის დანერგვისა და მომხმარებლის წინასწარი არჩევანის — „ყველას დაშვება“ — შემდეგ. Cookies-ის არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საიტის ქვედა ნაწილში.

პროფაილინგი და ავტომატური გადაწყვეტილებები

კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ალგორითმები მომხმარებლისთვის ოპტიმალური ფინანსური ან სადაზღვევო პირობების შესარჩევად. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ადამიანის მიერ გადაწყვეტილების გადახედვა.

პირდაპირი მარკეტინგი და თანხმობის გაუქმება

პირდაპირი მარკეტინგი ნებაყოფლობითია. მომხმარებელს ნებისმიერ დროს, უფასოდ და მიზეზის განმარტების გარეშე შეუძლია თანხმობის გაუქმება ელფოსტით Pirobebi.ge@gmail.com ან SMS შეტყობინებაში მითითებული უარის თქმის გზით. უარის თქმის მოთხოვნა მუშავდება 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად ან კანონით არის გათვალისწინებული. განაცხადის დასრულების ან თანხმობის გაუქმების შემდეგ მონაცემები წაიშლება ან განადგურდება, გარდა კანონით დადგენილი შენახვის ვალდებულებისა.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ, გაეცნოს მონაცემებს და მიიღოს მათი ასლი უფასოდ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, როდესაც დამუშავება უკანონოა ან შენახვის ვადა ამოიწურა. კომპანია მოთხოვნას პასუხობს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

პრეტენზია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

მომხმარებელს შეუძლია პრეტენზია წარადგინოს პლატფორმის მომსახურების, ინფორმაციის მიწოდების ან ტექნიკური ხარვეზის შესახებ ზეპირად ცხელ ხაზზე +(995) 575 75 30 30, წერილობით ელფოსტაზე Pirobebi.ge@gmail.com ან ვებგვერდის საკონტაქტო ფორმით. პრეტენზიას განიხილავს კომპანიის შესაბამისი მენეჯმენტი ან იურიდიული დეპარტამენტი და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იმავე ფორმით ან ელფოსტით აცნობებს მომხმარებელს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. პროდუქტის ან პარტნიორი ორგანიზაციის მომსახურების შესახებ პრეტენზია უშუალოდ შესაბამის ბანკს, დეველოპერს ან სადაზღვევო კომპანიას უნდა წარედგინოს. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

მონაცემთა დაცვის ოფიცერიdpo@pirobebi.geელფოსტის გაგზავნა →DPO-ს ტელეფონი(+995) 579 13 12 06ელფოსტის გაგზავნა →